: იციან, რომ მორალურთან ერთად პრაგმატულიც იქნებოდა ტყვეების შეწყალება, მაგრამ იციან, რომ ამას საკუთარი მოძალადე და შურისმაძიებელი ამომრჩეველი სისუსტეში ჩაითვლის და ამიტომ არ აკეთებენ

ფილოსოფოსი :
ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკური გუნდს რა ვუთხარი, ვისთვისაც მორალურად სწორი ქმედება სისუსტის ნიშანი შეიძლება იყოს და ამიტომ არ აკეთებდეს მას.
ორი თვის წინ იძახდნენ აფხაზ და ოს ძმებს და დებს უნდა შევურიგდეთო… ძალა უნდა გამოვნახოთ შერიგებისთვისო… პატიების თხოვნას ძალა უნდაო…
აგერ ვართ ხალხი, ვისთანაც შერიგებაა საჭირო. აგერ არიან ოჯახები, ვისი შვილებიც, მამებიც და ძმებიც ტყუილად სხედან ციხეში. აგერაა საზოგადოება, რომელსაც რო გკითხოთ პირველი არხის რომელიმე წამყვანმა, დიალოგს სთავაზობთ და არავინ გთანხმდებათ…
მეფე რო მეფე იყო, ხალხს რომ მის გამეფებაში წვლილი არ ჰქონდა, ის იჩენდა დიდსულოვნებას გამეფებისას. ვეფხისტყაოსანში თინათინის პირველი პოლიტიკური ბრძანება ეს იყო: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია…”
წარმოიდგინეთ, თავად იციან, რომ მორალურთან ერთად პრაგმატულიც იქნებოდა ტყვეების შეწყალება, მაგრამ იციან, რომ ამას საკუთარი მოძალადე და შურისმაძიებელი ამომრჩეველი სისუსტეში ჩაითვლის და ამიტომ არ აკეთებენ. ბოლომდე ძლიერ, შეკრულ, უდრეკ და უტეხ დაჯგუფებად უნდათ რომ გამოჩნდნემ და ამიტომ არ დგამენ ერთადერთ სწორ ნაბიჯს.
ეგ არაფერი. დალაგდება ყველაფერი თავის ადგილას. დაინიშნება ახალი , გამოვა რეჟიმის ყველა მძევალი და ამათი ბუსუსიც აღარ იფრენს საქართველოში სულ მალე.
ყაველაშვილს რაც შეეხება, ყველა დანარჩენ არარაობებს შორის, ის ცალკე შევა ისტორიაში, როგორც კაცი, რომელმაც “გაპრეზიდენტების დღეს ვიღაცას უთხრა, რომ მისი პირადი პრეზიდენტი იქნება, იგივე დღეს რეპრესიული კანონების მთელი კრებული მიიღო და ახალ წელს მძევლები არ შეიწყალა.
ერთხელ რომ გაჩნდები და ეს იქნება შენი მემკვიდრეობა

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…