ლევან ღამბაშიძე: …იმ ადამიანის კომენტარიდან ჩანს, რო დაწერა გირგვლიანის დედის შემდეგ არცერთი დედის ხმას ფასი არ აქვსო. ანუ მხოლოდ ერთი გაუბედურებული დედა არსებობდა…

“ყველა ცუდი/გამოუცდელი მოქალაქის და ჩვენს შემთხვევაში ქოცების ძალიან დიდი შეცდომა იყო კონკრეტულ დანაშაულებებში პიროვნებების დადანაშაულება და იმის ვერ დანახვა, რომ სახელმწიფო ძალაუფლების ერთ წერტილში კონცენტრაცია და მისი უკონტროლობაა ნამდვილი პრობლემა მოქალაქისათვის და არა ის, თუ ვის ხელში მოიყრის ის თავს.
გირგვლიანის საქმე მრავალი რამის ცვლილების კატალიზატორი უნდა ყოფილიყო.
ძალოვანების თავგასულობა, ადამიანის წამება, დანაშაულის დაფარვის მცდელობა, პროკურატურის არაკეთილსინდისიერება, სასამართლოს დამორჩილება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე…. ეს ყველაფერი სტრასბურგმა დაადგინა.
და რა დასკვნა გამოიტანეს მაშინ და სამწუხაროდ დღესაც ქოცებმა? ვანო მერაბიშვილი არის ცუდი კაცი.
კიბატონო. იყოს მასე. დავუშვათ მთელი ეგ საქმე მაგ ერთ ადამიანზე ჩამოვკიდეთ.
დღეს არ არის ვანო მერაბიშვილი, მაგრამ დააკვირდით აბა:
ა) რეჟიმის ყველაზე გამოჩენილი წევრები ამბობენ, რომ თუ ვინმე დედას შეგაგინებს, ის აუცილებლად მიიღებს პასუხს. სანიკიძე რომ იმ ბიჭს უყვიროდა, თბილისში ჩამოხვალ და ნახავო, როგორ ფიქრობთ, პარლამემტარი, ძალოვნებს ამოფარებული ჩმო, რის ჩვენებას აპირებს იმ ბიჭისთვის?
გახსოვთ გირგვლიანის ტრაგედია რითი დაიწყო? ხომ კარგად გახსოვთ? ხო ზუსტად იგივე მიზეზი იყო? გინება ვერ აიტანეს ხო?
ბ) ძალოვანებმა რომ უფლებამოსილებას კი არ გადაამეტეს, არამედ პირდაპირ აწამეს ხალხი აქციებზე, ხარებას შეგინების გამო რო სახის ძვლები დაულეწეს მოქალაქეებს, ეგ არ არის წამება? რომ არავინ მოკვდა იმ ველური მილიციელების პროფესიონალიზმის დამსახურება გგონიათ? გაუმართლათ რო არ დაიხოცა ხალხი.
გ) პროკურატურამ არცერთი საქმე რომ არ აღძრა ძალოვანების წინააღმდეგ, ეგ გაგონილი გექნებათ.
გირგვლიანის საქმეში მონაწილეების მიმართ აღიძრა მაინც. დამნაშავეები იჯდნენ კიდევაც. შეიძლება იმდენ ხანს არა, რამდენსაც თქვენ ფიქრობთ ან ობიექტურად იმსახურებდმემ, მაგრამ შეადარეთ აბა – რამდენიმე ხნით ჩაჯდომა საერთოდ საქმის არაღძრას. რომელი სისტემა უფრო ეფარება ძალოვანებს?
დ) სასამართლო რომ მაგინებლის სილის გარტყმის გამო 4-6 წლამდე უშვებს ქალბატონს ეგეც გაგონილი გექნებათ, ხოლო ალტინფოს აქციების მონაწილეებს ჯგუფური ძალადობა რო გადაუკვალიფიცირა და გარეთ გამოუშვა ეგეც გეცოდონებათ. სასამართლო რომ საერთოდ აღარ გვაქვს ეგეც იცით ალბათ. და მაგ არარსებულ სასამართლოს გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე ხელმძღვანელობს, ამაზე საერთოდ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.
ე) არც მთავრობა, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი და არც არავინ რომ ერთმანეთს არ აბალანსებს და პირიქით, ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის ნაწილებს წარმოადგენენ, ეგ დღეს არ არის პრობლემა?
რო მივყვე ალბათ ჰ-მდეც ჩავალ. მაგრამ ვფიქრობ საკმარისია.
თუ რამის შეცვლა გვინდა, უნდა შევცვალოთ სისტემა და არა ხალხი, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს. და უნდა შევცვალოთ იმის მიხედვით, რაც არც ჩვენ და არც თქვენ არ მოგვწონს: არ მოგვწონს როდესაც სასამართლოს უსამართლო განაჩენები გამოაქვს. არ მოგვწომს როდესაც ძალოვნები დაუსჯელად ძალადობენ მოქალაქეებზე, არ მოგვწონს როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია არ აქვს, არ მოგვწონს როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ქვეყნის მტრად არის შერაცხული, არ მოგვწონს როდესაც ადამიანის პროტესტს შედეგი არ მოაქვს და ა.შ.
აი ამ ყველაფერზე ხომ ვთანხმდებით? ხოდა დავდგეთ ერთად, მოვითხოვოთ ახალი ნამდვილად სამართლიანი და ვცადოთ სახელმწიფოს აშენება რაღაც ძირეულ პრინციპებზე, რათა არ ვიყოთ კონკრეტული ადამიანების კეთილ ნებასა თუ კეთილგონიერებაზე მინდობილები.
ვენდოთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. პოლიტიკოსები რომ სამუდამოდ სანდოები არ არიან, იმიტომ ცვლიან მათ დემოკრატიული საზოგადოებები ოთხ წელიწადში ერთხელ.
პ.ს. ის რომ ეს პრინციპები გააზრებული არ აქვს ზოგიერთ ქოცს, იმ ადამიანის კომენტარიდან ჩანს, რო დაწერა გირგვლიანის დედის შემდეგ არცერთი დედის ხმას ფასი არ აქვსო.
ანუ მხოლოდ ერთი გაუბედურებული დედა არსებობდა და დღეს რომ პატიმრის მარტოხელა დედა გარდაიცვალა ყველასგან მიტოვებული, ეგ ბოროტება საერთოდ არ არის ხო?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .