: იმიტომ, რომ სხვანაირად მოუწევთ დაწერონ, რომ ამ ინციდენტის გამო “დაიკარგა” ერთი კვადრატული კილომეტრი მიწა

“გაკვეთილები პროპაგანდის შესახებ.
რეჟიმის მიზანი:
ა) რუსებს ჩვენთან ურთიერთობა მოწმინდოს და დაამკვიდროს აზრი, რომ ყოველთვის რეაგირების რეჟიმშია და არასდროს არ აგრესორობს თავისი ინიციატივით;
ბ)მოამზადოს სამართლებრივი საფუძველი რუსებისათვის მოსახდელი ბოდიშისათვის;
გ) გახარიას ქვეყნის ღალატი შეტენოს და “გარეჯისაქართველოა”-სნაირი დაუჯერებელი კამპანიით კიდევ ერთხელ დააჯეროს თავისიანები, რომ “აგენტურა მიწებს ასხვისებს”;
ამისათვის, ეს რუსული ღალატის ტელევიზია ასეთ ქარდს აკეთებს, რომელზეც შესაძლოა ტექნიკურად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ პროპაგანდა სწორედაც რომ წვრილმანებში მალავს ხოლმე მთავარ გზავნილს:
კვადრატული მეტრებით ითვლება ხოლმე ბინები. ბინა. სახლი. ეზო….
ყველაფერი, რაც უფრო დიდია, ითვლება კვადრატული კილომეტრებით.
მაშინ რატომ აკეთებს იმედი ამას? რატომ წერს, რომ მილიონინკვადრატული მეტრი “დავკარგეთ”?
იმიტომ, რომ სხვანაირად მოუწევთ დაწერონ, რომ ამ ინციდენტის გამო “დაიკარგა” ერთი კვადრატული კილომეტრი მიწა.
ჩვენთვის თითო მეტრიც ძვირფასია და იმაზე არ არის, რომ ცოტა დაიკარგა.
იმაზეა, რომ ზაფხულობით ლეღვის ნახარშში ამოვლებული იმედის მაყურებელი, რომელსაც დიფსთეითი ნამდვილი ჰგონია, თალიბანი – კაცი, ხოლო მათემატიკის ხსენებაზე გეკითხება, რა გვარი მათეო…. აი ეგ მაყურებელი რიცხვ მილიონს რომ გაიგებს ხელს შუბლზე შემოირტყამს და შეჰუმყვირებს, გაუყიდიათ მთელი საქართველოო.
ისევ: ერთი კვადრატული კილომეტრი კი არა, ერთი კვადრატული მეტრიც ბევრია როდესაც გართმევენ.
მაგრამ იმედს ეგ არ ანაღვლებს. რეჟიმს უნდა რომ ამ თოლიასტვინების თავის ქალის ქვეშ სიტყვა მილიონმა იტრიალოს,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…