ლევან ღამბაშიძე: იმიტომ რომ ომის მერე დიდი რუსული ფული შემოდის, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმეთ და ოფშორების შავი ფულის ქვეყანაში განთავსებაც გავინაღდეთ

“აგენტების კანონი თუ გაიტანეს დასავლური დაფინანსება შემცირდება, ასევე დასავლური ინვესტიციებიც და შეიძლება სანქციებიც დაგვიწესონ.
რატომ არ ეშინია ოცნებას ამის?
იმიტომ რომ ომის მერე დიდი რუსული ფული შემოდის, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმეთ და ოფშორების შავი ფულის ქვეყანაში განთავსებაც გავინაღდეთ.
აგენტების კანონი არ არის გამჭირვალობისათვის. ეს კანონი არის საქართველოს ადგილის განმსაზღვრელი კანონი. უარს ვამბობთ დასავლეთზე და ვფორმდებით აზიად.
ვინ მოგწონთ და არ მოგწონთ მნიშვნელობა არ აქვს. ან გინდათ რომ თქვენმა შვილებმა დასავლურ სახელმწიფოში იცხოვრონ ან თანხმდებით რომ აზიური ავტორიტარიზმიც მისაღებია,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია