: თუ ამ ყველაფერს ვერ გამოვიყენებთ და არჩევნებზე ოცნების პირობებით გავდივართ, რა ჯოკერი გვიჭირავს ხელში, რომელსაც უცებ გავაძრობთ და ერთიანად მოვუგებთ ამ შულერებს?

ფილოსოფოდი :
ცოტა ხნის წინ ტრამპი პირდაპირ ეთერში ეუბნებოდა ზელენსკის, ხელში კარტი არ გიჭირავს და დათმე ყველაფერიო. რასაც ჰქვია ყველაფერიო. ზელენსკიმ არ დათმო არაფერი. ცოტა კი არა – არაფერი.
უხაროდათ ქოცებს. დამთავრდა ზელენსკიო.
ორი დღის წინ თვითმფრინავების ოცდაათი პროცენტი გაუნადგურა ზელენსკიმ რუსეთს. დღეს უთქვამს, ყირიმის გათავისუფლებით დაიწყება დეოკუპაცია, მათ შოროს აფხაზეთისო.
ჩვენთან ოპოზიციის ნაწილი ამბობს, არჩევნებზე გავიდეთ, სხვა კარტი არ გვიჭირავსო. აი დასავლეთიც გვეუბნება გადითო.
რეჟიმის საერთაშორისო და შიდა არაღიარება, მზარდი ავტორიტარიზმი და შესაბამისად მზარდი უკმაყოფილება, დასავლური სანქციები, კადრების არარსებობა, მეგობარი აქტის მოლოდინი, ინვესტიციების შემცირება….
ამ ყველაფერში თუ “სხვა კარტს” ვერ ვხედავთ, პოლიტაში კარტს რას ვეძახით საერთოდ? ამ კარტებით თამაში და რეჟიმოს იძულება თუ არ შეგვიძლია, მაშინ რითი ვაიძულებთ რეჟიმს, რომ საერთოდ რამე მაინც დათმოს? თუ ამ ყველაფერს ვერ გამოვიყენებთ და არჩევნებზე ოცნების პირობებით გავდივართ, რა ჯოკერი გვიჭირავს ხელში, რომელსაც უცებ გავაძრობთ და ერთიანად მოვუგებთ ამ შულერებს?

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…