ლევან ღამბაშიძე: ვაჩუქეთ ქართველებმა მაგ ბიჭს უკვე მილიონი ლარი. კი, ჩვენი გადასახადებიდან მისცა ვიღაცა კაცმა ბექაურს მილიონი ლარი და მგონი ამით მისი ვალიდან რაღაცნაირად ამოვედით

“ნებისმიერ ექიმს მეტი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, ვიდრე ნებისმიერ სპორტსმენს. ყველას, ვისაც ერთი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი ბევრად მეტი აქვს გაკეთებული კაცობრიობისთვის, ვიდრე ვინმე სხვას. ყველა, ვისი პროფესიაც დასახიჩრებულის მკურნალობაა, ბევრად მეტს აკეთებს ადამიანისთვის, ვიდრე ის, ვისი პროფესიაც ჯანმრთელის დასახიჩრებაა.
და რა ქნან ექიმებმა ამიტომ, კანონი თავზე ჩამოიცვან და ყველაფრის უფლება მისცენ თავს?
ვაჩუქეთ ქართველებმა მაგ ბიჭს უკვე მილიონი ლარი. კი, ჩვენი გადასახადებიდან მისცა ვიღაცა კაცმა ბექაურს მილიონი ლარი და მგონი ამით მისი ვალიდან რაღაცნაირად ამოვედით. ჩვენი შრომით ნაშოვნი ფული შევაგროვეთ, ბიუჯეტში ჩავრიცხეთ და იქიდან მილიონი აიღო ბექაურმა. დამატებით კანონგარეშე რომ არის გამოცხადებული და რასაც უნდა იმას აკეთებს, აი მაგის უფლება საიდან მოიპოვა საერთოდ?
ნაჩუქარ ფულს როგორ დახარჯავს, ეგ ჩვენი საქმე არ არის. იმ კანონებს რომ არღვევს, რომლებსაც ჩვენ ვემორჩილებით, აი ეგ არის კატასტროფა. ოღონდ გასაკვირი არც ეგ არის. გაყალბებული ს შემდეგ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს. ყველაფერს უშვებს ან კრძალავს მხოლოდ ივანიშვილი, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ამ მოცემულობის შეცვლა როგორ არ უნდა გინდოდეს?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა, წინ წავიდეს – აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა