ლევან ღამბაშიძე: აღარ არსებობს პილატე ქრისტეს გარეშე. აღარ არსებობს პილატე მისი ყველაზე დიდი უსამართლობის გარეშე

ფილოსოფოსი :
ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” როგორ შეიძლება ვინმეს დაუსპოილერო, მაგრამ რას ვიზამთ, ბოდიშს გიხდით წინასწარ:
ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ აგენტი მიდის პილატესთან და მისი ბოლო წუთების შესახებ უყვება.
– Не пытался ли он проповедовать что-либо в присутствии солдат?
– Нет, игемон, он не был многословен на этот раз. Единственное, что он сказал, это, что в числе человеческих пороков одним из самых главных он считает трусость.
– К чему это было сказано? – услышал гость внезапно треснувший голос.
– Этого нельзя было понять.
ქართულადაც დავდებდი, ოღონდ ქართულ თარგმანში трусость თარგმნილია როგორც შიში. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შიში ბუნებრივი მოვლენაა, трусость – ადამიანის არჩევანი.
და ზუსტად ამ სილაჩრის გამო, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სასამართლო პროცესის მოსამართლე ძალიან მძიმედ დაისაჯა. ეს არ იყო ფიზიკური ტანჯვა. ეს იყო მარტოობა ჯოჯოხეთში ან მარტოობა, როგორც ჯოჯოხეთი თუ ჯოჯოხეთი, როგორც მარტოობა.
ოღონდ ამ მარტოობას ახლავდა უდიდესი სინანული. სინანული იმის გამო, რომ პილატეს სხვა არჩევანის გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა. შეეძლო გაეთავისუფლებინა უდანაშაულო ადამიანი და არ გაათავისუფლა. და რატომ? პოლიტიკის გამო. კარიერის გამო.
– Но, помилуйте меня, философ! Неужели вы, при вашем уме, допускаете мысль, что из-за человека, совершившего преступление против кесаря, погубит свою карьеру прокуратор Иудеи?
– Да, да, – стонал и всхлипывал во сне Пилат.
Разумеется, погубит. Утром бы еще не погубил, а теперь, ночью, взвесив все, согласен погубить. Он пойдет на все, чтобы спасти от казни решительно ни в чем не виноватого безумного мечтателя и врача!
გააზრების შემდეგ პილატე მზად არის კარიერა შეწიროს სიმართლეს. მაგრამ უკვე გვიან არის. უკვე მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა ქრისტეს სახელს და როგორც ნაწარმოებშია ნათქვამი, სადაც ერთს ახსენებენ იქვე მეორეც ახსენდებათ და პირიქით. აღარ არსებობს პილატე ქრისტეს გარეშე. აღარ არსებობს პილატე მისი ყველაზე დიდი უსამართლობის გარეშე.
მასე უკავშირდება ნებისმიერ მოსამართლეს მისი განსასჯელი. და რაც უფრო დიდია უსამართლობა, რაც უფრო გახმაურებულია საქმე, მით უფრო ცნობილი ხდება მოსამართლის სახელიც.
დღეს ორი ქართველი მოსამართლე საქართველოს ორ უდანაშაულო მოქალაქეს განაჩენს გამოუტანს.
დღეს ეს ორი მოსამართლე ან სიმართლის მხარეს დადგება, ან სამუდამოდ დაიღუპავს თავს. სამუდამოდ. იმიტომ, რომ პარტიული სამართალი სასრულია, ადამიანური კი უსასრულო. იმიტომ, რომ პარტიული სიმართლე სასრულია, ჭეშმარიტება კი უსასრულო.
იმედია ამას გაიაზრებენ მოსამართლეები, სანამ სამუდამო მარტოობისთვის გაწირავენ თავს.
პ.ს. ერთი მოსამართლე ლაჩარი აღმოჩნდა და ორი წლით ჩასვა მზია ამაღლობელი.