: აი აბუ დაბის შემთხვევაში, სამივე მტკიცებულება არსებობს. ყველაფერი დოკუმემტირებულია

“საქართველოს არაღიარებული პარლამენტის მინიმუმ ორმა წევრმა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს პატიმრობას ექვსიდან ცხრა წლამდე.
ამ ორმა კრიმინალმა დაარღვია მუხლი, რომლის დარღვევასაც არარსებული მტკიცებულებებით ედავებიან აქციაზე დაკავებულ პირებს.
რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს დანაშაული, რომ ეს მუხლი წარედგინოს?
1) უნდა არსებობდეს დანაშაული, ანუ დაშავებული;
2) უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ძალადობა იყო ჯგუფური;
3) უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ დანაშაული იყო წინასწარ დაგეგმილი.
ჩვენს ბიჭებს არცერთი ეს პირობა არ უმტკიცდებათ. იმდენად, რომ პროკურორებმა მტკიცებულებების შესაგროვებლად მარტამდე მოითხოვეს დრო და ჯალათმა მოსამართლეებმაც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
აი აბუ დაბის შემთხვევაში, სამივე მტკიცებულება არსებობს. ყველაფერი დოკუმემტირებულია. მეტიც: ვიღაც ამ არარაობების ანასხლეტები წინასწარ იღებენ იმას, რაც უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც იცოდნენ მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და შესაბამისად ისინიც დანაშაულის თანამონაწილეები არიან.
იმედია აბუ დაბიში სამართალდამცავებიც რამე მსგავსი კანონმდებლობით ისარგებლებენ და იმედია დიპლომატიური პასპორტები არ გაჭრის.
მანდ თუ გაჭრის, როდესმე რომ კარგი სასამართლო გვექნება, იქ აგებენ ეს მართლა მოძალადე არაადამიანები პასუხს, კანონის სრული სიმკაცრით,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოსფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…