ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

ლევან სუთიძე, “ტაბულას” ჟურნალისტი, რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველი:
წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელისუფლების ღიად მხარდამჭერ სასულიერო პირებზე აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის და პარტიულ ღონისძიებებზე სიარულის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამით პირდაპირ ირღვეოდა სინოდის დადგენილება.
2012 წლის 5 ივლისს მოწვეული სინოდი განაჩინებდა:
“კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი”.
2003 წელს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდთან ერთად, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და საქართველოს პარლამენტს მიმართავდა:
„ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირი, ანდა პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება წარმოაჩინოს ეკლესია რომელიმე პარტიის მხარდამჭერად, ნებსით თუ უნებლიეთ ეროვნული ინტერესების და ეკლესიის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც სასულიერო პირებს წმ. სინოდის დადგენილებით აკრძალული აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიის წევრობა და მათი საჯაროდ მხარდაჭერა”.
ანუ, სინოდის დადგენილება იქამდელიც არსებობს, უბრალოდ მე აღარ ჩავყვები ახლა, ვენდოთ პატრიარქ ილიას სიტყვაზე :დ
დემონსტრაციულად ირღვეოდა და ირღვევა ეს.
ახლა ამდენი რატომ დავწერე:
ნებისმიერი პოტენციური კანონიკური სანქცია, რომელსაც საპატრიარქო გამოიყენებს სახალხო პროტესტის (და არა პოლიტიკური პარტიის) მხარდამჭერი სასულიერო პირების მიმართ, ეკლესიას ოფიციალურად აქცევს ივანიშვილის პოლიტიკურ დანამატად.
საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება (და ასეთები იქ არიან), უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის.
თქვენი შავბნელი იერარქიის მომდევნო პოლიუტიკურ ბოდვაზე ფორმალურადაც კი ვეღარ იმართლებთ თავს, რომ ეს თქვენი პოზიცია არ არის.
არ დაარღვიოთ ეს მორატორიუმი. მძიმე შედეგები ექნება თქვენთვის.
გაგზავნეთ კარს მომდგარი მოწუწუნეები სახლში. სალოცავად. ისედაც ბევრს უკეთებთ.
ცივი წყალი დალიონ.
მართლა გეუბნებით.
არ დაარღვიოთ ეს მორატორიუმი.