ლევან სანიკიძე: ყველაზე ეჭვიანი ოპოზიციონერი მოქალაქეც კი უკვე დარწმუნებულია ზურას უკომპრომისობაში და იმაში, რომ მას ციხის არ ეშინია

პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე:
ზურამ უნდა გადაიხადოს გირაო, გარეთ ასმაგად უფრო საჭიროა ვიდრე ციხეში. ეს დღესაც დადასტურდა.
უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მან ყურადღება გაამახვილა ივანიშვილისთვის ორ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე – ოპოზიციის ერთიანობაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საქმეზე.
ამით გააგზავნა პირდაპირი სიგნალი, რომ არ აპირებს უკან დახევას, ან ქვეყნიდან “მოხევას”.
ეს არის ის ორი პოსტულატი, რომლისაც ახლა რუს ოლიგარქს ყველაზე მეტად ეშინია:
ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საქმეს შეუძლია მოიტანოს საერთაშორისო გამოძიება, სანქციები და საგარეო ყურადღება;
ოპოზიციის გაერთიანებას ადგილზე მოაქვს ახალი მუხტი და რეალური ალტერნატივის შექმნა.
ყველაზე ეჭვიანი ოპოზიციონერი მოქალაქეც კი უკვე დარწმუნებულია ზურას უკომპრომისობაში და იმაში, რომ მას ციხის არ ეშინია.
ითხოვენ არასაპატიმრო გირაოს და უფრო საგულისხმო – წაართვეს პასპორტი და პირადობის მოწმობა.
ამიტომ ვამბობ, საგარეო ველის და წარმატებული ვიზიტების განსაკუთრებით ეშინიათ ამ სტილის რეჟიმებს.
ამავე დროს, ზურას მიმართ მსგავსი მიდგომით მაგალითს უქმნიან სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ციხეში სხედან, ან აქტიურობენ საგარეო ფრონტზე – “არ მოიქცევით ჭკვიანად? ისევ “მაზოლზე” ჩაგვაჭერთ? ან დაგიჭერთ, ან მინიმუმ ქვეყანაში ჩაგკეტავთ”
ამიტომ, Zurab Girchi Japaridze თავისუფლებაზე ყოფნის თითოეული დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო ბრძოლისთვის.