ლევან სამუშია – ნიკა მელია გაიტაცეს გირაოს ვადის ამოწურვამდე

ნიკა მელია გაიტაცეს გირაოს ვადის ამოწურვამდე, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
ის სოლიდარობას უცხადებს “პოლიტიკურ პატიმრებს”.
“სამართლებრივად მას არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად ესარგებლა ამ ვადით. კანონისათვის მნიშვნელობა არ აქვს, აპირებდა თუ არა გირაოს გადახდას. მისთვის მიცემული ვადა ხელშეუხებელია და ამ ვადით სარგებლობის შესაძლებლობის მოსპობა, თუნდაც 3 საათი იყოს დარჩენილი, არ შეიძლება ჩაითვალოს შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების(გირაოს) დარღვევად.
სამართლებრივად, სასამართლოს უფლება არ აქვს ხვალ, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალოს. თუმცა სასამართლო რომ არ არსებობს და ის ოკუპირებულია, ეს მთავარი ფაქტორია.
თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს!”, – წერს სამუშია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?