ლევან მგალობლიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ლიტურღია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა.
დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ტაძარში აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დევნილ საზოგადოებასთან ერთად იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება