ლევან მგალობლიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გამოფენილი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის ს სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს.
„შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების საკითხზე და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ელჩმა თავის მხრივ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო კუთხით, სამომავლო, ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, ალესია ბერტაჯია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი, დავით მორგოშია ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება