ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების ზედამხედველობით შესრულდა.
„ოზურგეთში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი კოპალიანების ოჯახს აფხაზეთის მთავრობამ დიდთოვლობის დროს დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად საჭირო მასალა გადასცა.
ქობულეთში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით განხორციელდა მე-7 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქალაქ ჯვარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწია.
გიორგი დათუაშვილმა ასევე სამუშაო შეხვედრები გამართა ზუგდიდისა და სენაკის მერიაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები განიხილა. ჩატარდა ტრენინგები აფხაზეთის მთავრობის მიერ დანერგილი ელექტრონული პორტალის გაცნობის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ირაკლი ზარქუა – ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ