ლევან იოსელიანი, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სტრასბურგში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტს ვერონიკა ბილკოვას შეხვდა.
საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, შეხვედრაზე ვენეციის კომისიასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, ასევე ისაუბრეს კომისიის მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დასკვნის თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: 72 წლის პედიატრის 5 წლით საპატიმროში გაშვება იმ პროვოკაციაში მონაწილეობისთვის, რომელიც „ოცნებისა“ და მათი „სუსის“ რიგებში დაიგეგმა, კიდევ ერთხელ ფარდას ხდის მათ ძალადობრივ მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად