ლევან თაქთაქიშვილი: ხვალ კიდევ ერთი სერიოზული საქმეა დაგეგმილი – არ დავწერ! არ მინდა დავითარსო! ავი თვალის არ მწამს, მაგრამ…

“აბა, ჩემო საყვარელო ქართველო ერო!
“>ორი დღე დავშორდი საქართველოს და უკვე მენატრება. მაგრამ დღეს უფრო მომენატრა ჩემი ბიბლიოთეკა, როცა ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას ვეწვიეთ ჩემი გენერალური დირექტორი – ბატონი >Konstantine Gamsakhurdia და მახვილგონიერი ლევან თაქთაქიშვილი. შეხვედრა გენერალური დირექტორებისა იმით იყო აღსანიშნავი, რომ ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც ახალი დირექტორი ჰყავს – დღეს მისი პირველი სამუშაო დღე იყო. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა პირებმა ყველა მიმართულებით გაცნობითი ხასიათის ექსკურსია ჩაგვიტარეს, განსაკუთრებით დაინტერესდა ბატონი კონსტანტინე რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიით, შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასრულდა რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის ფართის სარემონტო სამუშაოები და ის ოთხჯერ მეტ ფართს დაიკავებს.
ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა თავის თავზე იღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სარესტავრაციო ლაბორატორიის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ყდის რესტავრაციისა და ამ მიზნით ტყავის დამუშავების პრაქტიკული რჩევების მოწოდებას. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკას დააკავშირებენ თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან. ვიზიტის დროს გადმოგვეცა სარესტავრაციო იარაღები. მათი დამამზადებელი ორგანიზაციის მისამართები.
ვიზიტს ესწრებოდა საქართველოს საელჩოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნატო ჩიქოვანი.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მახვილგონიერი თაქთაქიშვილი რას მოისვენებდა, რომ არ მისდგომოდა სარესტავრაციო იარაღების მაღაზიას და არ ეყიდა ყველა ის იარაღი, რაც მის დულსინიას – ეროვნულ ბიბლიოთეკას სჭირდებოდა სარესტავრაციო ლაბორატორიაში.
ახლა იმასაც თუ გაითვალისწინებთ, რომ პარასკევი დღე იყო და შაბათ-კვირას მახვილგონიერი თაქთაქიშვილი ბუკინისტურ მაღაზიებს ვერ ნახავდა – გააფრთხილეს – არ მუშაობენო, მივადექით ბიბლიოფილთა ცენტრალურ ბუკინისტურ მაღაზიას და იქიდან თოკებით შეკრული წამომიყვანეს, რამეთუ წამოსვლა არ მსურდა. ხვალ პრადოს მივადგები. ასე რომ ვიზიტი სრულდება. ხვალ კიდევ ერთი სერიოზული საქმეა დაგეგმილი – არ დავწერ! არ მინდა დავითარსო! ავი თვალის არ მწამს, მაგრამ ავი კომენტარი მეჯავრება. ერთი კი შევატყე – დირექტორი ისე მიყურებს, როგორც სპანიელს – მელიები რომ გამოყავს სოროდან!” – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ