ლევან დავითაშვილი – მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება საშუალება გადავტვირთოთ და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციების გაცვლა, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავტვირთოთ ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ -თან ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის, სხვა ქვეყნებისთვისაც , – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია.
“ასეთი ტიპის დიალოგი, როგორიც დღეს იყო ბიზნესთან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. ჩვენ გვინდა, პროცესი დასტაბილურდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს. ამის ერთადერთი გამოსავალია დიალოგი და საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთი ხარისხის შემცირება”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!