ლევან დავითაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე – უბრალოდ, გულდასაწყვეტია – ვფიქრობ, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, უბრალოდ, გულდასაწყვეტია – ვფიქრობ, რომ ზოგადად, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „ტვ პირველის“ ეთერში ს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, აღნიშნული ინტერვიუ საარჩევნო პროცესის ნაწილი იყო.
„მე ამ კანონზე [ე.წ. ოფშორების კანონზე] ადრე განცხადება გავაკეთე. ამ შემთხვევაშიც იმავეს გავიმეორებ, რომ ასეთი ტიპის საგადასახადო სტიმულები, ზოგადად, მისასალმებელია. არ არის მარტივი, რომ ერთსულოვანი პოზიცია იყოს ხოლმე. გვესმის, რომ ფინანსთა სამინისტროს უფრო კონსერვატიული პოზიციები ექნება, თუმცა ის ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი აქტივის რელოკაციას, ჩვენთვის მისასალმებელია. მე ამას მხარი დავუჭირე ადრეც, როცა კანონი მიღებული იყო, იგივე პოზიციაზე ვრჩები.
რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, უბრალოდ, გულდასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა. სამწუხაროა, რომ ეს ინტერვიუც საარჩევნო პროცესის ნაწილი იყო. ამ პროცესმაც, რომელიც არის კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, რაღაცა პოლიტიკური ელფერი მიიღო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონს შეეხო და როგორც განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას