ლევან ბეჟაშვილი – პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რა ურჩევნია: მიიღოს ივანიშვილის პენსია, თუ დარჩეს ევროპულ ლიდერად – სწორედ მიხეილ სააკაშვილია ოპოზიციის ლიდერი, აბა ვინ არის ლიდერი? ხაზარაძე თუ გახარია?

ერიდება გადაწყვეტილების მიღებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან უნდა იცოდეს, რა ურჩევნია: უნდა, რომ ივანიშვილისგან პენსია მიიღოს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, თუ დარჩეს ამ ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაურად, ევროპული ტიპის ლიდერად , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ს განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფოს მეთაურის პრეტენზია აქვს, მან ს შეწყალების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„პირდაპირ მიუთითებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებებით და თუკი ის იღებს ამ პასუხისმგებლობას, რომ წარმოადგენს საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს, მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და პირადი სიმპათიებით კი არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არამედ სახელმწიფოს მეთაურის პრეტენზია თუ აქვს, მან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კონსტიტუცია მას აძლევს საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს.
როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავდა და ანგარიშს წარადგენდა, იქ საუბრობდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლო მას ებრძვის, სისტემა მის წინააღმდეგ უსამართლოდ იქცევა. თუ ის გრძნობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ სისტემა ასეთი ძალადობით მოქმედებს, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ანალოგიური უსამართლობით, სასამართლო „კლანის“ მეშვეობით გადაწყვეტილებებს არ იღებს? ორმაგი სტანდარტები არ გამოვა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უნდა გათავისუფლდეს კომპლექსებისგან“ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება ევროპული სტანდარტით მიიღოს.
„პრეზიდენტი თუ ხარ და სახელმწიფო მეთაურის პრეტენზია თუ გაქვს, პირადი ამბიციებით, პირადი შეხედულებებით და პირადი მორალური გადაწყვეტილებებით კი არ უნდა იხელმძღვანელო, არამედ უნდა იხელმძღვანელო ევროპული სტანდარტით და სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შენ გავალდებულებს შენი კონსტიტუცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები. პირველადაა, რომ სალომე ზურაბიშვილს ასე პიროვნულად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდებენ, რომ მან მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ თუ ეს პოლიტიკური პატიმრობა გაგრძელდება, ვერანაირ სამართლიან არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება. სამართლიანი იყო პრეზიდენტის პასუხი, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი არ არის ოპოზიციის ლიდერიო? ეს ხომ სიცრუეა, ეს ხომ ტყუილია. მთელმა საზოგადოებამ საქართველოში და ყველა პარტნიორმა საზღვარგარეთ იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ოპოზიციის ლიდერი. აბა ვინ არის ლიდერი? ხაზარაძე, გახარია თუ სხვა პარტიების ლიდერები? სამი ადამიანი რომ გამოჰკითხო ქუჩაში, ორი ადამიანი იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის „საქართველოს ევროპული მომავლის საკითხი და ასე ხედავენ მას ჩვენი ევროპელი პარტნიორები“.
„მას აფასებენ, როგორც პუტინის პოლიტიკურ პატიმარს, რომელსაც ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი პოლიტიკურად დევნის და ციხეში არაადამიანური მოპყრობის შედეგად მისი ჯანმრთელობა დაუძლურებულია. ასეთის აქართველო ბუნებრივია, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გარდა ამისა მან ისაუბრა მმართველი გუნდის ინიციატივაზე, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მსგავსი თემების წამოწევით რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს.
„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომ დააგებს ხოლმე პოლიტიკურ მახეებს, ამ მახეებში აებმება საზოგადოება, მედია, ცალკეული პოლიტიკოსები, მთელი ყურადღება გადადის იმ თემებზე, რომელიც არ არის აქტუალური საქართველოს საზოგადოებისთვის. ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ შემოსავლები, რომელიც მისცემთ მათ საშუალებას ღირსეულად იცხოვრონ და შეინახონ თავიანთი ოჯახები“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ