ლევან ბეჟაშვილი – მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ – გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს

მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი უკვე დაფიქსირდა, რომ ისინი მზად არიან უკან გაიწვიონ კანონპროექტი – რიტორიკა მანამდე ბევრად უფრო მკაცრი ჰქონდათ და მოსახლეობის გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ მათ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა უკან არ დაიხევს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების უპასუხა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ყველა პუნქტი რუსულია.
„ივანიშვილი პარტიის წარმომადგენლის, მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი უკვე დაფიქსირდა, რომ ისინი მზად არიან უკან გაიწვიოს კანონპროექტი, იმიტომ რომ რიტორიკა მანამდე ბევრად უფრო მკაცრი ჰქონდათ და მოსახლეობის გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ მათ აჩვენა რეალურად ის, რომ საქართველოს მოსახლეობა უკან არ დაიხევს, ისე როგორც 7-8 მარტის მოვლენების დროს არ დაიხია და ამ შემთხვევაშიც მზად არის, ბოლომდე იბრძოლოს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. ის, რომ ეს რუსული კანონია ამაზე საუბრობენ დასავლელი პარტნიორები. ყველა პუნქტი რუსულია! ევროკავშირის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება რუსული გავლენების ზრდას ევროკავშირში. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მთავარი არსი ის არის, რომ ისინი ზღუდავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული დემოკრატიის განმტკიცებისთვის პროექტების დაფინანსებას. თუნდაც ამ პუნქტის გამო, რომ რეალურად, ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაღობაა, ამიტომ უნდა გაიწვიოს მდინარაძემ ეს კანონპროექტი”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა: „თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც ნახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან”.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს