ლევან ბეჟაშვილი გომელაურს – შეგისწავლიათ რამდენ პოლიციელს აქვს ბანკებში სესხი და რა პროცენტით? – ასევე, რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე?!

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან მომსახურების სააგენტოს სერვისებზე ფასების ზრდის მიზეზების ახსნას ითხოვს.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს მათ უწევთ ცხოვრება.
„ქვეყანაში ფასების ზრდის სერიოზული პრობლემაა. ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხშირია საუბრები პროდუქტების, საწვავის ფასების ზრდაზე და ა.შ. მაგრამ მე მაინტერესებს რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე? მაგალითად: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარი ღირდა და 100 ლარი გახდა. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის აღება 35 ლარი ღირდა და 80 ლარი გახდა. ავტომობილის დაკარგული და დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღება 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ხდება. რა მდგენელმა განაპირობა, რომ სერვისის ღირებულება ამ მხრივ გაიზარდა და ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ჩვენს მოსახლეობას უწევს ცხოვრება. თქვენივე სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, -ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა. თუ არის შესწავლილი რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რატომ მიდის ეს ხალხი, სოციალური გაჭირვება, სხვა სამსახური, მაღალი ხელფასების ძიება, საზღვარგარეთ წასვლა… ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თავად სამინისტროსთვის, რომ შეესწავლა ვინც მიდის, რატომ მიდის, რომ პოლიტიკა ამ მხრივ ჩამოყალიბებულიყო. ასევე, მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოქალაქეების გაჭირვებაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, სოციალურ პრობლემებზე, თუ შეგისწავლიათ რამდენ პოლიციელს, თანამშრომელს აქვს ბანკებში სესხი აღებული. რა პროცენტებით აქვს აღებული, იმიტომ, რომ ამ პროცენტების გადახდა პოლიციელებისა და თანამშრომლებისთვის სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სერიოზული პრობლემაა. სამინისტროს თუ აქვს ეს საკითხი შესწავლილი ან თუ სწავლობს, იმიტომ, რომ ამ საკითხის შესწავლა და რაღაც წინადადებების მომზადება ამ კუთხითაც შეიძლებოდა, რომ პოლიციელებისთვის გარკვეული შეღავათები ყოფილიყო. სახელმწიფოს შესაბამისი პროგრამები აქვს, როცა შეღავათიანი კრედიტებით გასცემს ხოლმე ცალკეულ პირებზე სესხებს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ