ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს სახელმწიფოს ხარჯზე კერძო ფრენების გამო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში თანამდებობას ტოვებს იმ სკანდალის გამო, რომელიც აგორდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას სახელმწიფო ხარჯებით კერძო თვითმფრინავებით ფრენების გამო. როგორც საინფორმაციო ჰოლდინგი Delfi იუწყება, კარინშმა აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ორივე პოლიტიკოსი ქვეყნის მმართველი პარტია „ახალი ერთობის” წევრია.
ოფიციალურად კრიშიანის კარინში 9 აპრილიდან გადადგება, მეორე დღეს კი პარლამენტი კენჭს უყრის ლატვიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც ჯერ არ სახელდება.
2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას კრიშიანის კარინში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 32-ჯერ გაფრინდა კერძო თვითმფრინავებით, რაც ბიუჯეტს 613 ათასი ევრო დაუჯდა. სახელმწიფო კანცელარიის განმარტება ასეთი ხარჯების დასაბუთების შესახებ ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ რიგ შემთხვევებში არადამაჯერებლად მიიჩნიეს.

მარტის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ თანხების შესაძლო გაფლანგვაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კრიშიანის კარინშს ამ საქმეზე ჯერჯერობით არ აქვს პროცედურული სტატუსი.
კრიშიანის კარინში 2019-2023 წლებში იყო ლატვიის პრემიერ-მინისტრი. ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კარინში აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინისათვის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას.

ასევე დაგაინტერესებთ