ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 28 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.26 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.28 თეთრით. 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8101 ლარია, ერთი ევროსი – 3.0082 ლარი.
· თურნავა ლარის გაუფასურებას “არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს” უწოდებს
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.07 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი – 3.02 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.
· საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია – ეროვნული ბანკი