ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 18 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.25 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.55 თეთრით გაუფასურდა. 18 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6728 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8532 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.86 ლარად.