ლაზარე გრიგორიადისის დედა – მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან – მივმართავთ ყველა ინსტანციას!

ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა – ასეთი კომენტარი გააკეთა გასული წლის მარტის აქციების დროს დაკავებული, 21 წლის ს დედამ, თამთა კალანდაძემ საქალაქო სასამართლოში, სადაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
როგორც მან აღნიშნა, ოჯახი ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლას გეგმავს.
„ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის, რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც გაუკეთებია ჩვენს მოსამართლეს. აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას!“ – განაცხადა თამთა კალანდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს