ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – მოლოდინი უარყოფითი მაქვს – მგონია, რომ დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ

მოლოდინი უარყოფითი მაქვს. მგონია, რომ დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ, – ამის შესახებ ს ბაბუამ, გია კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ და აგრეთვე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტ ს გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნითაც მიმართავენ.
„მოლოდინი უარყოფითი მაქვს. მგონია, რომ დღეს განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ. დავსხდებით ადვოკატებთან ერთად და ყველა გზას მივმართავთ რაც შეიძლება, რომ გავაკეთოთ ლაზარეს საკეთილდღეოდ. ასევე მივმართავთ პრეზიდენტს. შემდეგ ინსტანციებშიც გავასაჩივრებთ და შემდეგ გაეროს ადამიანის ევროპულ სასამართლოს მივმართავთ. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს, პოლარიზებას შემცირებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა გია კალანდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა