ლავროვი 8-9 აპრილს ჩინეთს ეწვევა

ს საგარეო საქმეთა მინისტრი, 8-9 აპრილს ეწვევა რუსეთის მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორ სახელმწიფოს, ჩინეთს, რათა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან განიხილოს “საკითხთა ფართო სპექტრი”, მათ შორის “უკრაინის კრიზისი” – იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი 7 აპრილს.
რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პროგრამა მოიცავს ორმხრივი კავშირების საკითხსაც და თანამშრომლობასაც საერთაშორისო თუ რეგიონულ დაჯგუფებებში – მათ შორის გაეროში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, დიდ ოცეულსა და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ