ლავროვი ჩინეთში ჩადის და უკრაინაში ომს განიხილავს

ს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს სტუმრობს. ორდღიანი ვიზიტისას ის ში ომთან და ორი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვსა და მის ჩინელ კოლეგას შორის შეხვედრისას განიხილავენ ორმხრივ პარტნიორობას და სხვა “მწვავე საკითხებს” როგორებიცაა “კრიზისი უკრაინაში” და აზია-წყნარი ოკეანის აუზთან დაკავშირებული საკითხები.
გასულ თვეში საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში ჩასვლას მაისში აპირებს. ეს ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინის პირველი ვიზიტი იქნება საზღვარგარეთ. რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები არადემოკრატიულად და არასამართლიანად მიიჩნევენ.
ჩინეთმა და რუსეთმა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ჯარების უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრამდე სულ რამდენიმე დღის შემდეგ “უსაზღვრო პარტნიორობის” შესახებ განაცხადა.
შეერთებული შტატები ჩინეთს მის უდიდეს კონკურენტად მიიჩნევს, რუსეთს კი უდიდეს საფრთხედ. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ საუკუნის უმთავრესი გამოწვევა დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის ეგზისტენციალური შეჯიბრი იქნება.
ჩინეთ-რუსეთს შორის ვაჭრობამ 2023 წელს 240 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ეს ჩინეთის ოფიციალური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით 26.3 % -ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთში ჩინეთიდან იმპორტი 2023 წელს 46.9 %-ით გაიზარდა, რუსეთიდან ჩინეთში კი -13 %.