ლავროვის მოადგილე: საქართველოს მთავრობის პრაგმატული ხაზის წყალობით, სირთულეები გადავლახეთ

ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, რუსეთი აპირებს, რომ თბილისთან კავშირების ნორმალიზებაზე იზრუნოს.
ამის შესახებ ს მოადგილემ რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, ისინი 2008 წელს გაწყდა, ს რეჟიმის ინიციატივით”, – თქვა ლავროვის მოადგილემ და დასძინა, რომ რეგიონში არსებული რეალობის გამო, “სამწუხაროდ, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება”.
ლავროვის მოადგილემ ყურადღება რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.
“საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს [ე.წ. გავრილოვის ღამე] ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით იყო გამოწვეული. გასულ წელს, გაუქმდა 2 000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების ხანმოკლე ვიზიტებისთვის რუსეთში და აღდგა პირდაპირი ავია-კავშირი”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ