კულებას თქმით, დიდმა შვიდეულმა უკრაინის დახმარების კონკრეტული ნაბიჯები შეიმუშავა

დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეთანხმდნენ „სპეციფიკურ ნაბიჯებზე“, რომლებიც საჭიროა ს თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის დასახმარებლად.
განცხადება ამის თაობაზე 19 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ გააკეთა. „ჩვენ განვსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები, უკრაინის დასახმარებლად გადადგამენ“,- თქვა კულებამ.
ამასთან, მან ევროპა გააფრთხილა, რომ რუსეთის “ტრიუმფალური გამარჯვების” შემთხვევაში, ევროპას ომში ჩართვა მოუწევს. კულებას თქმით, დასავლეთს აქვს შესაძლებლობა „ს რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ყველა საჭირო რესურსი, რათა [კიევმა] ევროპა უფრო დიდი ომისგან იხსნას“.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან დიდი შვიდეულის მინისტერიალის შემდეგ ისაუბრა. იტალიის კუნძულ კაპრიზე დიდი შვიდეულის შეხვედრები კვლავ გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში