კრწანისის რაიონის გამგეობა – ერთ-ერთი ჟურნალისტი მოტყუებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და მისი ოჯახის წევრებმა არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს

კრწანისის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტი მოტყუებით, კრწანისის რაიონის გამგეობის სახელის გამოყენებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და ოჯახის სხვა წევრებმა არჩევნებში ხმა მისცეს პარტია „ქართულ ოცნებას“.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კრწანისის რაიონის გამგეობა არ ყოფს მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით.
მათი თქმით, გამგეობას დაუშვებლად მიაჩნია გამგეობის სახელის გამოყენება, რაც „არის საზოგადოების დეზინფორმირების და უწყების დისკრედიტაციის მცდელობა“.
„გაცნობებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა მოქალაქე ი.ნ, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება გამგეობის სახელით წარმოებული ვიდეოგადაღების გამო, რაც მისი თანხმობის გარეშე განხორციელდა.
როგორც გადამოწმების შედეგად გაირკვა, ტელეფონის ნომერი, რომლითაც მოქალაქეს გამგეობის სახელით დაუკავშირდნენ (მოგვიანებით კი სახლში ესტუმრნენ), ეკუთვნის ტვ „პირველის“ გადაცემის – „ნოდარ მელაძის შაბათი“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტი მოტყუებით, კრწანისის რაიონის გამგეობის სახელის გამოყენებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და ოჯახის სხვა წევრებმა არჩევნებში ხმა მისცეს პარტია „ქართულ ოცნებას“.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობა არ ყოფს მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. გამგეობის ყველა სერვისი თანაბრად ემსახურება ნებისმიერს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. ამასთან, დაუშვებლად მიგვაჩნია გამგეობის სახელის გამოყენება, რაც არის საზოგადოების დეზინფორმირების და უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.
სამწუხაროა, რომ მედიასაშუალება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებას, დაკავებულია „ფეიკ ნიუსებით“ და შანტაჟით.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოგვაწოდონ ინფორმაცია შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“