„კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ს ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა.
მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ საავადმყოფოებში რჩება ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი. ოთხი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. 19 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი, უბრალოდ მძიმე მდგომარეობაში. 34-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
26 მარტს რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს დამწვარი საკონცერტო ცენტრის ნანგრევების გაწმენდა. როგორც იტყობინებიან, ახალი გვამების ძებნა არ მიმდინარეობს. დაღუპულთა წინასწარ სიაში მითითებულია 120 ადამიანი, რომლებიც უკვე ამოიცნეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
იტყობინებიან, რომ დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი. ოთხ პირს, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან, ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, თავდამსხმელებს შესაძლოა ეხმარებოდა.
ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში არ სჯერათ ამ ვერსიისა. უკრაინის პრეზიდენტმა მ თქვა, რომ პუტინი ცდილობს, კიევს გადააბაროს მომხდარისთვის საკუთარი პასუხისმგებლობა.
კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი