ვან დეიკი რჩება – ნიდერლანდელი მომდევნო სეზონშიც “ლივერპულში” ითამაშებს

“ლივერპულის” მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც “მერსისაიდული” კლუბის მაისურით იასპარეზებს.
როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, კლოპის წასვლის შემდეგ გარდამავალი პერიოდი იქნება, მაგრამ მის ამჟამინდელ კლუბში ყოფნით ბედნიერია და მომავალ სეზონშიც “ენფილდზე” იქნება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულის” ახალი დამრიგებელი მომდევნო სეზონში არნე სლოტი იქნება, რომელიც ამჟამად “ფეიენოორდს” ავარჯიშებს.
· შინი.GE
· მარაო