კრემლი ისრაელის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის დაიბარებს

ს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს ს ელჩის, სიმონა ჰალპერინის დაბარებას, ინტერვიუში მის მიერ გაკეთებული “მიუღებელი კომენტარების” გამო. ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” (TASS) ავრცელებს.
ინტერვიუში ჰალპერინი კრემლის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ისრაელის ელჩის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოლოკოსტის მნიშვნელობას აკნინებს. ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი ზედმეტად მეგობრულია პალესტინელთა ისლამისტური ჯგუფის, “ჰამასის” მიმართ.
რუსეთის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ ჰალპერინმა არასწორად წარმოაჩინა რუსეთის საგარეო პოლიტიკური პოზიცია რუსულ გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში. მასალა მედიაში ერთი დღით ადრე, 4 თებერვალს გამოქვეყნდა.
სამინისტროს განცხადებით, ეს არის ელჩის პოსტზე ჰალპერინის სამსახურის “ძალზე წარუმატებელი დასაწყისი”. ისრაელის სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას, ის გასული წლის დეკემბერში შეუდგა.

ასევე დაგაინტერესებთ