კრემლის ცნობით, პუტინი კურსკის ოლქში იმყოფებოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურსკის ოლქში იმყოფებოდა. კრემლის მიერ დღეს, 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პუტინი სთან მოსაზღვრე კურსკის რეგიონში 20 მაისს იმყოფებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოხალისეებს შეხვდა და ეწვია კურსკის მეორე მშენებარე ატომურ ელექტროსადგურს.
როგორც ს სახელმწიფო მედია წერს, პუტინი კურსკის ოლქში პირველად ჩავიდა „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან რეგიონის სრულად გათავისუფლების“ შემდეგ.
იმ ტექსტების მიხედვით, რომლებიც კრემლის და რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების საიტებზე გამოქვეყნდა, კურსკში გამართულ შეხვედრებზე პუტინმა განაცხადა, რომ „მოწინააღმდეგე ყოველდღე ცდილობს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას“, რუსეთის წარმატების საფუძველი კი ის არის, რომ დღეს „მთელი ქვეყანა ერთი გუნდია”.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. უკრაინამ ამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე – საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს