კოსოვო შენგენის ზონის წევრი გახდა

შენგენის ზონის ვიზების გაუქმების შემდეგ, 2 იანვარს ასობით კოსოვოელი ორშაბათს პრიშტინას აეროპორტიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა.
დასავლეთ ბალკანეთში კოსოვო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მოქალაქეებსაც ჯერ კიდევ სჭირდებოდათ ვიზა ევროკავშირში გასამგზავრებლად.
„ახლა ჩიტივით თავისუფლად ვგრძნობ თავს, როცა შემიძლია ვიმოგზაურო მთელს ევროპაში“ – თქვა ჰაბიბ სპაჰიუმ, რომელიც შვილთან ერთად ვენაში ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა.
მგზავრებს აეროპორტში კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი დახვდა.
„ამას დიდი ხანია ველოდებით. ეს დიდი ხნის განმავლობაში უსამართლობა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ“, – თქვა კურტიმ.
შენგენის ზონა 400 მილიონზე მეტ ადამიანს აძლევს წევრ ქვეყნებს შორის, სასაზღვრო კონტროლის გარეშე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია