კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზია პრემიერის მეუღლე – ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, საქმის გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა უწყებამ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.
ამასთან, სანჩესმა განაცხადა, რომ 29 აპრილს გაავრცელებს ინფორმაციას, დარჩება თუ არა თანამდებობაზე.