“კონსტიტუციის ხელყოფა დაუშვებელია” – დიმიტრი ლორთქიფანიძე “ოცნებას” კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

“პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული ოცნების ე.წ. განათლების რეფორმას და თსუ–ს და სტუ–ს გაერთიანებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, წერს:
საქართველოს კონსტიტუცია გარანტირებულ აკადემიურ თავისუფლებასა და უმაღლესი განათლების ავტონომიას ( საქ. კონსტიტუცია , მუხლი 27, მე-3 ნაწილი) ანიჭებს სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებს! ამ პრინციპის შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების – თსუ-ს და სტუ -ს მართვის, სტრუქტურის ან სტატუსის სფეროში უნდა განხორციელდეს, სტუდენტთა, აკადემიური პერსონალისა და სხვა სამართლებრივად დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით! განათლების მინისტრის ბ-ნ გივი მიქანაძის მიერ რეფორმასთან დაკავშირებით წინსწრებით გაკეთებული განცხადება და პარლამენტში დაჩქარებული წესით დაწყებული საკანონმდებლო პროექტის განხილვა საქართველოს კონსტიტუციური დებულების მიმართ ღიად გამოხატული უპატივცემულობის პოლიტიკური აქტია!

კონსტიტუციის ხელყოფა დაუშვებელია და ეს პირველ რიგში მის ავტორს, ბ-ნ პრემიერს კარგად მოეხსენება! ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზანი ვერ ამართლებს საშუალებას! არსებობს ოპტიმიზაციის სხვა , ბევრად საინტერესო და სამართლიანი ფორმა!