კონსტანტინ კოსაჩოვი – ნებისმიერი შეთანხმება უკრაინაზე იქნება რუსეთის და არა ამერიკის პირობებით

უკრაინაზე ნებისმიერი შეთანხმება მოხდება მოსკოვის და არა ვაშინგტონის პირობებით, რეალური შეთანხმებები იწერება ფრონტზე და -მა ეს უნდა გაიგოს, – ასე ეხმაურება ს ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩოვი საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს.
„პირობები ამერიკულია და არა უკრაინული. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან. რუსეთი [ში] წინ მიიწევს და, შესაბამისად, რუსეთთან საქმე სხვაგვარად იქნება. ნებისმიერი შეთანხმება (კომპრომისის აუცილებლობის სრული გაგებით) – ჩვენი პირობებით და არა ამერიკის. ეს არ არის ტრაბახი, არამედ იმის გაგება, რომ რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იქ, ფრონტზე იწერება. ეს არის ის, რაც ვაშინგტონშიც უნდა გაიგონ“, – წერს კოსაჩოვი „ტელეგრამ“ არხზე.
გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია