კონსტანტინე გამსახურდია: პირველი 9 აპრილი იყო განსაცდელის წინაშე ეროვნული ერთიანობის დღე, თავისუფლების სახელით საფრთხისთვის თვალის გასწორება, სადაც…

პირველი 9 აპრილი იყო განსაცდელის წინაშე ეროვნული ერთიანობის დღე, თავისუფლების სახელით საფრთხისთვის თვალის გასწორება, სადაც მოწინააღმდეგე ძალა, გამომდინარე თავისი ბუნებიდან და არსებობის წესიდან მზად არ აღმოჩნდა, რათა მას სისხლის და მსხვერპლის გარეშე ჩაევლო იქ შეკრებილთათვის;
ღამე, რომელმაც გარდა იმისა, რომ შეცვალა საქართველოში კომუნისტურ-საბჭოურ-კოლონიალური მენტალობა, შეცვალა ასევე საქართველოს, საბჭოური სივრცის და აღმოსავლეთ ევროპის ისტორია.
მეორე 9 აპრილი – ისტორიული სამართლის აღსრულების დღეა, როდესაც ქართველი ერის რეფერენდუმში გამოხატული ნება ოფიციალურად გაცხადდა მთელი მსოფლიოს წინაშე.
……
9 აპრილს დაღუპულებს და მომდევნო დღეებში ლექსებით მორთულ რუსთაველის პროსპექტს მართლაც საოცარი სტრიქონებით მიმართა არც თუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილმა შარლოტა კვანტალიანმა:
“კვირტები არა ყვავილებად, ლექსებად იქცა,
და რუსთაველზე ნაძვებს და ჭადრებს
ფოთოლთა ნაცვლად ლექსები ესხა.
როცა ხეები ისხამენ ლექსებს,
ეს იმას ნიშნავს, რომ უკვდავებამ შეგახოთ ხელი,
და ყვავილები ქედს მოიხრიან თქვენს ძეგლებთან
და თქვენს ფეხებთან ხალიჩებად დაიშლებიან.”
დიდება და არდავიწყება გმირებს!

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი