კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც პუტინს გამარჯვებას გაუადვილებს – სალივანი

კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იქნება ისტორიის სწორი გაკვეთილი და ყველა დემოკრატმა თუ რესპუბლიკელმა, ხმა უნდა მისცეს დახმარებას.
ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად, 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლის ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა წარმომადგენელთა პალატასა და კონგრესს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, ვაშინგტონს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.
“მჯერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას. უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გასაუმჯობესებლად. უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმა დააზარალებს ს და დაეხმარება რუსეთს. ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს,” – აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

სანაქებოა ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების შესანიშნავი მუშაობა, იქოლება “შავბნელი ხვრელები” – ხან “ჰექსოგენი” ტერორისტებიანად, ხან დიდძალი ნარკოტიკები, ახლა სუს-ის მიერ ურანის უკანონო შეძენა – გადაზიდვის აღკვეთა

ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ