კობახიძის ცოლი ხელმძღვანელობს უწყებას, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება პრემიერს

ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას (სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო”), რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს პრემიერობის კანდიდატია – პარლამენტში მისი კაბინეტის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.
მომავალი პრემიერის ცოლის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არა მხოლოდ სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” ვებსაიტზე, არამედ საჯაროდ გამოქვეყნებულ მათსავე დეკლარაციებშიც.
სააგენტო 2018 წლის 5 სექტემბერს შექმნა მთავრობამ. მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. ამოქმედების დღიდან უწყება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია – სწორედ ის ნიშნავს და ათავისუფლებს მის თავმჯდომარეებს.
ნატალია მოწონელიძე სააგენტოში 2019 წლის ივნისიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილედ, ნოემბერში კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა გიორგი გახარიას. მისი შეცვლის შემდეგ, ს პრემიერობისას, ნატალია მოწონელიძე უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა.
“კანონმდებლობის მიხედვით აქვს გარკვეული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაწეროს განცხადება”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას სააგენტოს ცხელ ხაზზე.
მ უახლესი დეკლარაცია 2024 წლის 31 იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ცოლი კოლეგები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ქმარი პროფესორია, ცოლი კი ასოცირებული პროფესორი. ამავე დოკუმენტის თანახმად, ნატალია მოწონელიძეს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს.
1 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. მინისტრთა კაბინეტს მისი ხელმძღვანელობით პარლამენტი კენჭს 8 თებერვალს უყრის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი