კობახიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, “ლელოს” და “გახარია საქართველოსთვის” არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიები “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე შეთანხმდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით მაინც მიმართავენ.
კითხვაზე, – მათი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაფერს ცვლის? – მ უპასუხა: “არა, არაფერს ცვლის”.
“პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აღიარებს, თუმცა ნაწილი („ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“) მაინც თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში. დანარჩენები ს ბოიკოტზე შეთანხმდნენ.
თუ კობახიძის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, ოთხ პარტიაში იგულისხმება: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, – რომელშიც სამი პარტიაა გაერთიანებული: “ახალი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა”, – ასევე პარტიები “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის”.
ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ანა წითლიძე და თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ივანიშვილი ვერ გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე თავისუფლებისთვის და ევროინტეგრაციისთვის”.
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სადავო პარლამენტმა მაისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
“ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული ამ ცვლილებების ფონი იყო პარტიის სურვილი, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს.
“ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებით, ქმნის საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს. კომისია 5 თებერვალს სამი თვის ვადით შეიქმნა, თუმცა მას მუშაობის ვადა 5 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა.
ფორუმი