კობახიძე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს შეხვდა

15 აპრილს პრემიერმინისტრი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
“ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ამ კუთხით, ისევე როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ბიზნესისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა.
ირაკლი მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ” – ნათქვამია განცხადებაში.