კობახიძე: საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ირაკლი მ კი გამოთქვა მზადყოფნა, ქვეყანამ შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობიანი გარემოს შექმნაში.
„დღეს ჩემს კოლეგას გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, სომხეთი მზად არის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან კმაყოფილება გამოთქვა სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებით:
„მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ კოლეგას მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას.
„საქართველო მზად არის, რომ თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან საქართველოში მიიწვია და უთხრა: „ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს, 25 მარტს, ჩავიდა. დელეგაციის წევრები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს