კობახიძე: ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან… ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლთა შესახებ და ში ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ს სამხედრო აგრესია და ომის შედეგები “შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი”.
“[ამ ორ წელში] განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორ-ნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული”, – თქვა მ.
26 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კონტექსტშიც ახსენა ომი.
“ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის”, – თქვა კობახიძემ.
ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ომმა უკრაინაში იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. დიდი დანაკარგები აქვს რუსეთის არმიასაც.
ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნა სურდათ, სწორედ ამიტომ მათ “ომის პარტიასაც” უწოდებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ