კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის „აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”.
„ძვირფასო, , გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს როთი.
გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ს მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი დაადანაშაულეს.
თუმცა, საელჩოს მიერ ქართული თარგმანის გამოქვეყნებამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა შოლცის განცხადება ინგლისურად თარგმნა და X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა. ასევე, გერმანიის კანცლერის კრიტიკული განცხადების სისწორე დაადასტურეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ