კობახიძე: თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება

თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, თუ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან „MEGOBARI აქტში“ არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის.

„რეალურად, ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა, არცერთმა უშველა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს. მთავარია საზოგადოების შეფასება ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან „ MEGOBARI აქტში“ არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან ვრცელდებოდა. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, თუ რამდენად არის ამ დოკუმენტებში ასახული სიმართლე“,-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან 2016 წლიდან ისმის მუქარები ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ, თუმცა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი. მისი თქმით, ისინი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, არასერიოზულები არიან და მსგავსი მუქარაც საკმაოდ არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის.

„2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა ვხედავთ, რომ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, მათ შორის ჩვენი ძალოვანი უწყებები. ახლა საერთოდ მუქარას არავითარი ძალა არა აქვს. ამ მუქარების აღსრულების პოტენციალსაც არ აქვს არავითარი მონახაზი. შესაბამისად, შეუძლიათ ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თუმცა თვითონ ეს ადამიანებიც არასერიოზულები არიან და შესაბამისად, მათი მუქარაც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის“,-განაცხადა კობახიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ