კობახიძე განმარტავს, რატომ სარგებლობდა ტყვიაგაუმტარი შუშით მხოლოდ ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი განმარტავს, თუ რატომ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა 21 აგვისტოს შეხვედრაზე ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარი ფასადის მიღმა მოთავსებული ტრიბუნიდან „ოცნების“ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით.
კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყანაში „მშვიდობის მთავარი გარანტია“ და მის მიმართ უსაფრთხოების მომეტებული რისკები არსებობს. კობახიძე კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა ყველაფერზეა წამსვლელი“, რის გამოც საჭირო გახდა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება:
„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომეტებული რისკები. მათ შორის, არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში და, თქვენ იცით, ასევე ის, რომ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და, შესაბამისად, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ ასევე შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური.
ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და აქედან გამომდინარე, რისკებიც არის სწორედ მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის ფორმა უსაფრთხოების ზომების, რომლებიც იქნა დღეს მიღებული. თქვენ იცით რა ხდება მსოფლიოში, ასევე იცით რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ყველაფერზე წამსვლელი,“ — ამბობს კობახიძე.
გუშინ, 21 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთან შეხვედრა მცხეთაში გამართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები მათ შორის, , , , და . შეხვედრის დასკვნით ნაწილში ამომრჩევლებს ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა, თუმცა მისი გამოსვლა წინა სპიკერებისგან განსხვავებული იმითაც იყო, რომ ივანიშვილი სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ცალკე მდგომ ტრიბუნასთან იდგა, რომელსაც წინ ტყვიაგაუმტარი შუშის ფასადი ჰქონდა დამონტაჟებული.