კობახიძე: ამ საკითხზე პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა აბსოლუტურად ხელოვნურია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების წესში დაგეგმილი ცვლილებები პოლიტიკურად სენსიტიური თემა არ არის, ოპოზიცია კი ხელოვნურად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას. მისივე თქმით, ეს იყო “ვენეციის კომისიის” მოთხოვნა, სხვა მხრივ კი მმართველ პარტიას არავითარი ინტერესი არ აქვს.
“ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვქონდა. დღესაც, იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სადღაც 3-4%. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზიცია სპეკულირებას. ეს არის “ვენეციის კომისიის” მოთხოვნა, რომელსაც უბრალოდ ვასრულებთ, ეს არის და ეს. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური მოვლენა,”- განაცხადა .

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისგან, მეორე ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“